სასტიკი მკვლელობა ფულის გამო | კახეთში ცოლ-ქმარი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მოკლეს

გამოქვეყნდა:

სასტიკი მკველელობა სოფელ კონდოლში. კახეთში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, "მთავარი არხისთვის" ტრაგედიის დეტალები ხდება ცნობილი. გაირკვა, რომ ცოლ- ქმარს ფულის გამო გაუსწორდნენ.
მკვლელობას კი მათი 16 წლის შვილი შეესწრო.

არასრულწლოვანი სავარაუდო დამნაშავემ გაკოჭა, ცოლ-ქმარს ჯერ საწამლავი ჩაუყარა, შემდეგ იარაღიდან ესროლა და მიიმალა. 

მოკლული არიან 46 წლის გიორგი ჯიბიაშვილი​ და 43 წლის მაკა ზურაბაშვილი. გარდაცვლილებმა ვენახი გაყიდეს და სავარაუდო დამნაშავე, სწორედ ამ ფულს ითხოვდა, საუბარია 30 ათას ლარზე.

ადგილობრივების თქმით, მკვლელობა 34 წლის გიორგი გაწერიძემ ჩაიდინა, რომელიც წარსულში ასევე მკვლელობის მუხლითაა ნასამართლევი. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი