კანადაში, ონტარიოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, Covid-19-ის შეზღუდვების წინააღმდეგ ორკვირიანი პროტესტის საპასუხოდ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაბლოკვა "არალეგალურად" გამოაცხადა.
ხელისუფლების გადაწყვეტილებით. მომიტინგეებს შეიძლება ერთ წლამდე პატიმრობა და 100 000 კანადური დოლარი (79 000 აშშ დოლარი; 58 000 ფუნტი) ჯარიმა დაემუქროთ.
ბრძანება გავრცელდება ყველაზე, ვინც შეაფერხებს საქონლის, ხალხის და სერვისების გადაადგილებას საერთაშორისო სასაზღვრო პუნქტების, აეროპორტების, პორტებისა და ძირითადი მაგისტრალების გასწვრივ.
ცნობისთვის, კანადაში კოვიდშეზღუდვებს ორ კვირაზე მეტია აპროტესტებენ.