საუბარი მქონდა ჯოზეფ ბორელთან, რუსეთის წინააღმდეგ მძიმე სანქციების პაკეტი მზადაა - კულება

გამოქვეყნდა:

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჯოზეფ ბორელთან სატელეფონო საუბარი გამართა.

საუბრის შემდეგ კულებამ Twitter-ზე დაწერა, რომ რუსეთის წინააღმდეგ მძიმე სანქციების პაკეტი მზად არის.

"საუბარი მქონდა ჯოზეფ ბორელთან, რომელიც კონცენტრირებული იყო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მიმდინარე ვითარებაზე. დადასტურებულია: რუსეთის წინააღმდეგ მძიმე სანქციების პაკეტი მზად არის. ევროკავშირი დამატებით ძალისხმევას გამოიყენებს უკრაინის პოლიტიკური, ფინანსური მხარდაჭერისთვის. მადლობელი ვარ მტკიცე პოზიციისთვის და გადამწყვეტი მოქმედებებისთვის მზადყოფნისთვის", - წერს დმიტრო კულება.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი