ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია სიმშვიდის შენარჩუნება - უკრაინის საგარეო მოქალაქეებს მიმართავს

გამოქვეყნდა:

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს. უწყება განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთის მხრიდან ესკალაციის დაწყებიდანვე, უკრაინის ხელმძღვანელობა, უკრაინული დიპლომატია და არმია ყველა ღონეს ხმარობენ, რათა უკრაინაში იყოს სტაბილურობა:

"რუსეთის ფედერაციის მხრიდან ვითარების ესკალაციის დასაწყისიდანვე, ჩვენი სახელმწიფოს ხელმძღვანელობა, უკრაინული დიპლომატია და არმია ძალისხმევას არ იშურებენ, რათა უკრაინა დარჩეს მტკიცე და მზად იყოს მოვლენების სხვადასხვა სცენარის განვითარებისა და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ნებისმიერი აგრესიული განზრახვის განხორციელების შემთხვევაში. კერძოდ, გუშინ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომაზე, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ხელმძღვანელობდა, განხორციელდა უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობისა და უკრაინის შემდგომი ქმედებების საფუძვლიანი ანალიზი” – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა მოქალაქეებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და მოერიდონ ქმედებებს, რომლებიც ძირს უთხრის სტაბილურობას და თესავს პანიკას - "ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია სიმშვიდის შენარჩუნება, ქვეყნის შიგნით ერთიანობა და თავის შეკავება ქმედებებისგან, რომლებიც ძირს უთხრის სტაბილურობას და თესავს პანიკას." - ნათქვამია განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი