დედაქალაქის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები მომზადების რეჟიმში მუშაობენ საგანგებო სიტუაციის გათვალისწინებით - აცხადებს კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო.
მისი ინფორმაციით, უკრაინის დედაქალაქის ევაკუაციის გეგმა საჭიროების შემთხვევაში, დამტკიცებულია. იგი განსაზღვრავს ასაწყობი ევაკუაციის პუნქტების მდებარეობას, საჭირო მანქანების რაოდენობას და საცხოვრებლად უსაფრთხო ტერიტორიებს.
ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, თუ რამდენიმე წლის წინ, ქალაქში 1,5 ათასი თავშესაფარი იყო, დღეს მათი რაოდენობა გასამმაგებულია.
მისივე თქმით, უკვე ორი კვირაა სკოლებში პედაგოგიურ გუნდებთან და მშობლებთან თემატური ტრენინგები მიმდინარეობს. შემუშავებულია ინსტრუქციები, თუ როგორ უნდა მოიქცნენ სხვადასხვა დაწესებულებები (სამედიცინო, სკოლები, საბავშვო ბაღები და სხვა), მათი მუშაობის სპეციფიკის გათვალისწინებით.