წამზომი ჩართულია - კრემლიდან უკრაინაზე თავდასხმის ბრძანება შესაძლოა ნებისმიერ დროს გაიცეს 

გამოქვეყნდა:

წამზომი ჩართულია - რუსეთი უკრაინაში შესაძლოა ნებისმიერ წუთს შეიჭრას. ქვეყნის საზღვრებთან მობილიზებული საოკუპაციო ჯარები სამხედრო მოქმედებების დასაწყებად ბრძანებას ელოდებიან, ეს ბრძანება კი კრემლიდან არ არის გამორიცხული უახლოეს საათებშიც გაიცეს.

რუსეთის ფედერაცია უკრაინის საზღვრებთან სამხედროებისა და ტექნიკის მობილიზებას ამ წუთებამდე აგრძელებს.

ოფიციალური მონაცემებით, სამხედრო მზადყოფნაშია რუსული არმიის 150 ათასზე მეტი ჯარისკაცი, პარალელურად კრემლი შავ ზღვასა და აზოვის ზღვაში აძლიერებს სამხედრო ფლოტს, ყირიმის სიახლოვეს უკვე 30 გემი იმყოფება.

ომის დაწყების საფრთხე რეალური  ამერიკის დაზვერვის სამსახურის საგანგაშო ინფორმაციის შემდეგ გახდა, რომელიც არ გამორიცხავს რომ რუსეთმა უკრაინაში საომარი მოქმედებები შესაძლოა ჩინეთის ზამთრის ოლიმპიადის მიმდინარეობის დროსაც დაიწყოს.

სრულ მზადყოფნაშია უკრაინის შეიარაღებული ძალებიც, სამხედროები რომლებიც 8 წლიანი ომის განმავლობაში ბევრად გაიზარდნენ და განვითარდნენ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე ბრძოლას აპირებენ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი