
ევროკავშირი კიევში დიპლომატიურ მისიებს არ ხურავს - აცხადებს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი.
"ჩვენი დიპლომატიური მისიები არ იხურება, ისინი კიევში რჩებიან და აგრძელებენ მუშაობას ევროკავშირის მოქალაქეების მხარდასაჭერად, უკრაინის ხელისუფლებასთან კოორდინაციაში" - ამბობს ბორელი და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერ სამხედრო აგრესიას მძიმე შედეგები და მკაცრი საფასური მოჰყვება.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ დასრულდა ბაიდენი-პუტინის ერთსაათიანი სატელეფონო საუბარი უკრაინის საკითხთან დაკავშირებით.