მაკრონმა პუტინის შემდეგ, სატელეფონო საუბარი ზელენსკისთან გამართა

გამოქვეყნდა:

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ჯერ რუს კოლეგას, შემდეგ კი უკრაინის პრეზიდენტს ესაუბრა ტელეფონით.

ზელენსკის ინფორმაციით, საუბარი უკრაინის უსაფრთხოებას ეხებოდა. ასევე განიხილეს „ნორმანდიულ ფორმატში“ სამშვიდობო პროცესის გააქტიურების გზები და სამმხრივი საკონტრაქტო ჯგუფის მოლაპარაკებები.

"ვაფასებ ემანუელ მაკრონის პირად ჩართულობას დეესკალაციის პროცესში“ - წერს ზელენსკიმ „ტვიტერზე“.

უკრაინაში არსებული ვითარება და დაძაბულობა იყო მაკრონის პუტინთან საუბრის მთავარი თემაც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი