
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს, რომ ოფიციალურმა ანკარამ რუსული და ბელარუსული წყაროებიდან მიიღო ცნობები, რომ უკრაინაში შეჭრა არ მოხდება
„ბელარუსული წყაროები აგრეთვე უარყოფენ ბელარუსის გავლით უკრაინაზე თავდასხმის შესაძლებლობას" – განაცხადა ჩავუშოღლუმ.
მისივე თქმით, მაშინ, როცა კრემლი ნატო-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, ოფიციალური ანკარა უკრაინაში რუსეთის შეჭრას არარეალურად მიიჩნევს.
თურქეთის საგარეო უწყების პირველი პირი ამბობს რომ მომავალ ოთხშაბათს რუს კოლეგას, ლავროვს შეხვდება და ორივე მარის თანხმობის შემთხვევაში, შუამავლის როლსაც იკისრებს.