ისრაელი მოქალაქეებს მოუწოდებს, უკრაინა დატოვონ, რადგან რუსეთი შესაძლოა, ქვეყანაში სამშაბათს შეიჭრას​​​​​​​ - Haaretz

გამოქვეყნდა:

ისრაელი უკრაინიდან მოქალაქეების ევაკუაციას იწყებს - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Haaretz ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შაბათს გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა უკრაინაში რუსეთის მოსალოდნელი შეჭრის საფრთხის ფონზე, რადგან აშშ-მ გააფრთხილა ისრაელის მთავრობა, რომ რუსული ძალები შესაძლოა, უკრაინაში სამშაბათს შეიჭრას.

პრემიერმინისტრი ნაფტალი ბენეტი ამბობს, რომ ახლა ისრაელის მოქალაქეების სრული ევაკუაცია უმოკლეს ვადებში უნდა განხორციელდეს, სანამ ომი დაიწყება. მისმა ადმინისტრაციამ მინისტრებს სთხოვა, კრიზისის შესახებ საჯარო განცხადებებს მაქსიმალურად მოერიდონ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამჟამად უკრაინაში 15 000 ებრაელია და მათგან სულ მცირე 4500-მა უკვე უპასუხა თხოვნას, დარეგისტრირდნენ სამინისტროს ვებგვერდზე, რათა ომის შემთხვევაში მათ დაუკავშირდნენ. 

აღსანიშნავია, რომ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიპლომატებისა და მათი ოჯახების უკრაინიდან ევაკუაციის გადაწყვეტილება პარასკევს გამოაცხადა, უკრაინაში მყოფ სხვა მოქალაქეებს კი მოუწოდა, მათაც დაეტოვებინათ ქვეყანა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი