უკრაინის თავზე ცა ღიაა, ხელისუფლებას მიღებული არ აქვს გადაწყვეტილება საჰაერო სივრცის დახურვის შესახებ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ კირილ ტიმოშენკომ Facebook -ზე დაწერა.
მისი ცნობით, EASA-ს (ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტო) ასევე არ გაუცია რეკომენდაციები უკრაინის საჰაერო სივრცეში ფრენების შეზღუდვის შესახებ.
"ჩვენ ვიყენებთ ფაქტებს და არა ვარაუდებს, - ავიაკომპანიების უმეტესობა აგრძელებს ოპერირებას ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. ზოგიერთ ავიაკომპანიას სადაზღვევო ბაზრის გამო სირთულეები ექმნება. იმისათვის, რომ მგზავრებმა არ იგრძნონ კავშირი ამ დისკომფორტთან, დღეს ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად, სახელმწიფო სამსახურის, უკრაერორუჰუს, ბორისპოლის აეროპორტისა და უკრაინული ავიახაზების ხელმძღვანელობასთან გამართა შეხვედრა. უკრაინა მზადაა მხარი დაუჭიროს ავიაკომპანიებს, უახლოეს მომავალში იქნება ინიცირებული მთავრობის გადაწყვეტილებები. ჩვენ ასევე გავაგრძელებთ საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობას",- წერს კირილ ტიმოშენკო.
ცნობისთვის, რადას დეპუტატმა, ალექსეი გონჩარეკომ თქვა, რომ ხვალ კიევის დროით, 16:00 საათიდან უკრაინის ცის თავზე საჰაერო მიმოსვლა შეწყდება.
ამავე თემაზე: