NCDC-ის ხელმძღვანელის გამოცვლა სურს, რომ შემდეგ სტატისტიკა გააყალბოს - ჭიაბერაშვილი ღარიბაშვილზე

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის ექსპერტის, ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, პრემიერმინისტრს NCDC-ს ხელმძღვანელობასთან საჯარო კონფლიქტი სურს, რათა ხელმძღვანელობა გამოცვალოს. მისი თქმით, ეს ღარიბაშვილისთვის ერთადერთი გზაა, რომ შემდეგ სტატისტიკის გაყალბება შეძლოს.

"ღარიბაშვილს უნდა საჯარო კონფლიქტი დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელობასთან, იმიტომ, რომ მას აწუხებს ის კოვიდსტატისტიკა, რასაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი აქვეყნებს და შესაბამისად, ერთადერთი გზა ღარიბაშვილისთვის, რომ კოვიდსტატისტიკა გააყალბოს, არის დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელის გამოცვლა", - თქვა ზურაბ ჭიაბერაშვილმა, რომელიც პრემიერის დღევანდელ ანტივაქსერულ განაცხადებას გამოეხმაურა.

დღეს ღარიბაშვილმა თქვა, რომ "ომიკრონის" შემთხვევაში ვაქცინა არ მოქმედებს და ამის მაგალითად საკუთარი ინფიცირება მოიყვანა. ამ მიდგომას არ ეთანხმებიან ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც ცდილობენ მოსახლეობა "ბუსტერ" დოზის გაკეთების აუცილებლობაში დაარწმუნონ.

მათ შორისაა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია. ის მოსახლეობას მოუწოდებს, ჩაიტარონ ვაქცინაცია - ვაქცინაციის ეფექტიანობა ძალაში რჩება - ამბობს გაბუნია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი