ჩვენი ტერიტორიების თითოეულ სანტიმეტრს დავიცავთ - გონჩარენკო

გამოქვეყნდა:

რადას დეპუტატი, ალექსეი გონჩარენკო ამბობს, რომ უკრაინის ჯარი და ხალხი მზადაა მტერს ბოლომდე შეებრძოლოს და ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრი დაიცვას. ამ თემაზე მან "მთავარ არხთან" ისაუბრა და აღნიშნა, რომ პუტინის არავინ ეკითხება საქართველო და უკრაინა ნატო-ს წევრები გახდებიან თუ არა.

"პუტინის აგრესიისა და სიტუაციის ესკალაციის გამო, ასევე, უკრაინის საზღვრებთან ჯარების მობილიზებისა და მომატებული რისკების ფონზე საერთაშორისო სადაზღვეო კომპანიების ნაწილი უარს ამბობს იმ თვითმფრინავების დაზღვევაზე, რომლებიც უკრაინის ცაზე დაფრინავენ. უკრაინა ცას არ კეტავს, თუმცა ბევრ კომპანიას ფრენების განხორციელება შეეზღუდება.

რაც შეეხება ზოგადად დაიწყება თუ არა ომი, პასუხის გაცემა არ შეგვიძლია, იმედი მაქვს, რომ ეს არ მოხდება, თუმცა მთელი მსოფლიო შეშფოთებულია, ეს პრაქტიკულად მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი იქნება.

უკრაინის ჯარი და ხალხი მზადაა მტერს ბოლომდე შეებრძოლოს, ჩვენი ტერიტორიების თითოეულ სანტიმეტრს დავიცავთ. იმედი მაქვს, რომ დასავლეთის თანადგომით მოვლენების მსგავს განვითარებას თავიდან ავიცილებთ. პუტინს არავინ ეკითხება გახდებიან თუ არა საქართველო და უკრაინა ნატოს წევრი ქვეყნები, ეს თავად ჩვენი ქვეყნებისა და ალიანსის გადასაწყვეტია", - თქვა ალექსეი გონჩარენკომ. 

ცნობისთვის, რუსეთს უკრაინის საზღვრებთან 100 000-ობით ჯარისკაცი ჰყავს განლაგებული. ის და ბელარუსი ამ დროისთვის სამხედრო წვრთნებს ატარებენ. მიუხედავად დაძაბულობისა, პუტინი კვლავ უარყოფს, რომ უკრაინაში შეჭრას აპირებს. ესკალაციის შემთხვევაში დასავლეთი მოსკოვს მკაცრი სანქციებით ემუქრება.

არაერთი ქვეყანა უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ რესურსით ეხმარება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი