ადამიანებზე, ვინც ამის შემდეგ ვაქცინაციაში დაეჭვდება, საქართველოს პრემიერმინისტრმა უნდა აიღოს - დეკანოიძე

გამოქვეყნდა:

"მაშინ, როდესაც პრემიერმინისტრმა უკრაინის მხარდასაჭერი განცხადება არ გააკეთა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების პოზიციაა, რომ შესაძლებელია დღე- დღეზე რუსეთის სამხედრო აგრესია დაიწყოს უკრაინის წინააღმდეგ, პრემიერი გამოდის ანტივაქსერული განცხადებით. ეს ხდება მაშინ, როდესაც ინფიცირების შემთხვევები ძალიან მაღალია და პანდემიის მართვა არის ძალიან მძიმე, დაბალ ნიშნულზე. ეს არის სახიფათო და ადამიანის ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული განცხადება. ეს მოწმობს იმას, რომ პრემიერმინისტრს სურს, რაღაცნაირად სტატისტიკა შეალამაზოს და ამიტომ ამბობს, რომ ვაქცინა არ მუშაობს. ამ განცხადებას საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის დამაზიანებელ განცხადებად მივიჩნევ და პასუხისმგებლობა ადამიანებზე, ვინც ამის შემდეგ ვაქცინაციაში დაეჭვდება, საქართველოს პრემიერმინისტრმა უნდა აიღოს" 

აცხადებს ენმ-ს ფრაქციის თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე ირაკლი ღარიბაშვილის ანტივაქსერულ განცხადებაზე საუბრისას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი