უკრაინა ფრენების უსაფრთხოების გარანტირებისთვის 420 მილიონი ფუნტს გამოყოფს

გამოქვეყნდა:

უკრაინა ავიაკომპანიებისთვის დაფინანსებას ზრდის, რომ მისი საჰაერო სივრცე კომერციული ფრენებისთვის ღია იყოს. პრემიერის განცხადებით, ფრენების უსაფრთხოების გარანტირებისთვის მთავრობამ 16.6 მილიარდი გრივნა, (420 მილიონი ფუნტი) გამოყო. 

ბრძანებაში ნათქვამია, რომ თანხები შეინახება ინფრასტრუქტურის სამინისტროს ანგარიშებზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს უკრაინის ტერიტორიაზე ფრენების უსაფრთხოება 14 თებერვლიდან
"გარე პოლიტიკური საფრთხეების მოგვარებამდე".

"ეს გადაწყვეტილება დაასტაბილურებს ვითარებას სამგზავრო საჰაერო ტრანსპორტის ბაზარზე და გარანტირებული იქნება ჩვენი მოქალაქეების უკრაინაში დაბრუნება, რომლებიც ამჟამად საზღვარგარეთ არიან" - თქვა მან.

უკრაინის ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც დასავლურმა კომპანიებმა ქვეყანაში მუშაობაზე დროებით უარი თქვეს. კვირას ჰოლანდიურმა ავიაკომპანია KLM-მა განაცხადა, რომ ის წყვეტს უკრაინის მომსახურებას, ხოლო გერმანულმა ავიაკომპანია Lufthansa-მ განაცხადა, რომ განიხილავს ამ თხოვნას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი