დანაშაული ქვეყნისა და მოქალაქეების წინააღმდეგ- ასე აფასებს "ლელოს" წევრი, თბილისის საკრებულოს დეპუტატი ვატო სურგულაძე პრემიერ ღარიბაშვილის დღევანდელ ანტივაქსერულ განცხადებას:
"ესეთი განცხადება არ გაუკეთებია არც ერთი ქვეყნის პრემიერმინისტრს და ეს გამოიწვევს იმას, რომ ჩვენ ვიქნებით ის ბოლო ქვეყანა ვინც გამოვა ეპიდემიის სიტუაციიდან, ვინც მიიღებს ყველაზე მეტ გარდაცვლილ ადამინს და ეკონომიკის ვარდნას" განაცხადა სურგულაძემ.
„ომიკრონის" დროს, უმეტეს შემთხვევაში ვაქცინა არ მუშაობს - განაცხადა მთავრობის სხდომაზე ღარიბაშვილმა