
სხვა გადაწყვეტილებებთან ერთად, "ოცნებამ" დღეს გამოაცხადა, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე ისევ გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას დაუჭერს მხარს.
გადაწყვეტილება უმრავლესობის სხდომაზე მიიღეს. რაც შეეხება ე.წ. პროფესიულ წევრებს, უმრავლესობის მხარდაჭერა გია ცაცაშვილს და მაია ზარიძეს ექნება.
„ცესკოსთან დაკავშირებით, ჩვენ კვლავ მხარს დავუჭერთ გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას თავმჯდომარის პოსტზე. რაც შეეხება გია ცაცაშვილს და მაია ზარიძეს, ამ ადამიანებსაც ექნებათ ჩვენი მხარდაჭერა”, - განაცხადა სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, მამუკა მდინარაძემ.
ცესკოს თავმჯდომარესა და ორ ე.წ. პროფესიულ წევრს პარლამენტი ხვალ, 15 თებერვალს აირჩევს.
იხილეთ ასევე: