სახელმწიფომ შურისძიება გადაწყვიტა უკრაინის მიერ მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობის გამო - ბასილაია პენიტენციურზე

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის პაემნის უფლებით სარგებლობის შეზღუდვაზე პენიტენციურის განცხადებას მისი ადვოკატი უპასუხებს. ბექა ბასილაიას განცხადებით, უწყების განმარტება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სახელმწიფომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ შურისძიება გადაწყვიტა, რისი მიზეზიც უკრაინის მიერ მისი დაზარალებულად ცნობაა.

"პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სახელმწიფომ გადაწყვიტა შურისძიება უკრაინის მიერ მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობასთან დაკავშირებით. მთელი ამ პერიოდის მანძილზე მას თვის განმავლობაში რამდენჯერმე ჰქონდა პაემნის შესაძლებლობა, რასაც იყენებდა. განცხადებაში რაც წავიკითხეთ, ეს იყო კანონის სრულიად მცდარი ინტერპრეტაცია, მე-12 დაწესებულება არის ნახევრად ღია ტიპის დაწესებულება და იქ მყოფ ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება თვეში ორჯერ ისარგებლოს პაემნის უფლებით", - თქვა ბექა ბასილაიამ. 

პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის მიმართ  დაწესებულ ახალ შეზღუდვებთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ამ შეზღუდვებში ახალი არაფერია. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ ვინაიდან მესამე პრეზიდენტი სასჯელს დახურული ტიპის დაწესებულებაში იხდის, მის მიერ პაემნის უფლების გამოყენებას შესაბამისი კანონი არეგულირებს, ამ კანონის მიხედვით კი - მას ოჯახის წევრები მხოლოდ თვეში ერთხელ მოინახულებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი