დღეს გიგი უგულავას მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება

გამოქვეყნდა:

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემის ფაქტზე გიგი უგულავას საქმის მორიგი პროცესი გაიმართება. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. 

სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა გაგრძელდება. პროცესს, სავარაუდოდ, თავად ბრალდებული გიგი უგულავაც დაესწრება. უგულავა პროცესების განახლებას მის წინააღმდეგ პოლიტიკურ დევნას უკავშირებს.

ცნობისთვის, საქმე ეხება 2019 წლის 11 დეკემბერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც უგულავასა და გოკა გაბაშვილს თავს 2 უცნობი პირი დაესხა. გოკა გაბაშვილი საქმეში დაზარალებულადაა ცნობილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი