კანადა უკრაინას ლეტალურ იარაღსა და საბრძოლო მასალას მიაწვდის, ასევე $393-მილიონიან კრედიტს გამოუყოფს

გამოქვეყნდა:

კანადა უკრაინას 393 მილიონი აშშ დოლარის სესხს გამოუყოფს და 7.8 მილიონი კანადური დოლარის ღირსებულების ლეტალურ იარაღსა და საბრძოლო მასალას მიაწვდის. ამის შესახებ განცხადება კანადის პრემიერმა გააკეთა.

"კანადისა და ჩვენი სხვა პარტნიორების მხრიან ამ მხარდაჭერის მიზანია გადავაფიქრებინოთ რუსეთს უკრაინის მიმართ აგრესიის განხორციელება", - თქვა პრემიერმა, ჯასტინ ტრუდომ. 

მისი განცხადებით, რუსეთი უბრალოდ ეძებს საბაბს უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების დასაწყებად.

კანადის გარდა ნატო-ს მოკავშირეებმა, მათ შორის აშშ-მ და ბრიტანეთმა უკვე გაგზავნეს ასობით ტონა იარაღი უკარიანაში. 

უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არსებული ინფორმაციით, რუსეთი უკრაინას თავს 16 თებერვალს დაესხმება. მისი თქმით, უკრაინა დღეს უფრო ძლიერია ვიდრე ოდესმე და დანებებას არ აპირებენ.  

ცნობისთვის, რუსეთს უკრაინის საზღვრებთან 100 000-ობით ჯარისკაცი ჰყავს განლაგებული. ის და ბელარუსი ამ დროისთვის სამხედრო წვრთნებს ატარებენ. ესკალაციის შემთხვევაში დასავლეთი მოსკოვს მკაცრი სანქციებით ემუქრება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი