პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარის მიერ, გუშინ გაჟღერებულ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დეკემბრის ბოლოსთვის გადატანის გეგმას არასამთავრობო სექტორი აფასებს.
ამბობენ, რომ ეს სარისკო გადაწყვეტილებაა, რადგან არჩევნების დეკემბერში ჩატარების შემთხვევაში, მეათე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა 2020 წელს ვეღარ მოესწრება, რაც იმას ნიშნავს, რომ ირღვევა საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის კონსტიტუციური ვადები და მომდევნო არჩევნები 2024 წლის ნაცვლად, 2025 წლამდე გადაიწევს.
მათი აზრით, ირაკლი კობახიძის გუშინდელი განცხადება საზოგადოებრივი აზრის მოსინჯვა იყო, რადგან არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მმართველმა გუნდმა შესაძლოა, პანდემიის პირობებში არსებული მდგომარეობა საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს.
მესამე სექტორში საუბრობენ იმაზეც, რომ პანდემიის გათვალისწინებით, ოპოზიციას ისედაც არ ეძლევა საარჩევნო კამპანიის სრულფასოვნად წაროების საშუალება და მათი თქმით, ეს არ უნდა იყოს კიდევ ერთი დამატებითი ბერკეტი ხელისუფლების ხელში, რომ შეზღუდვების დაწესება საკუთარ თავზე მოირგოს.
შეგახსენებთ, რომ მმართველი პარტია საპარალმენტო არჩვენების გადადების შესახებ ალაპარაკდა. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, თარიღის შეცვლის შესაძლებელობას პანდემიას უკვაშირებს და ამბობს, რომ თუ ვირუსის მეორე ტალღა საარჩევნო პერიოდს დაემთხვევა, არჩვენები დეკემბერში გადაიწევს.