
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა სოციალურ მედიაში წერს, რომ 15 თებერვალი ისტორიაში ომის პროპაგანდის ჩავარდნის დღედ შევა - 2022 წლის 15 თებერვალი ისტორიაში შევა, როგორც დასავლური პროპაგანდის ომის მარცხის დღე. დარცხვენილი და განადგურებული ერთი გასროლის გარეშე - წერს ზახაროვა.
დასავლური მედია სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ აგრესორი რუსეთი უკრაინაში შესაძლოა ნებისმიერ დროს შეიჭრას. დასახელებულ თარიღებს შორისაა 16 თებერვალიც.