
მიხეილ სააკაშვილის მიმართ დაწესებული ახალი შეზღუდვები შესაძლოა მესამე პრეზიდენტის პროტესტის მიზეზი გახდეს. რა ფორმა ექნება პროტესტს ჯერ უცნობია.
მიხეილ სააკაშვილი დღეს ავდოკატმა, შოთა თუთბერიძემ მოინახულა. მისი ინფორმაციით, ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ კრიტიკულია.
მიხეილ სააკაშვილს ამ დრომდე არ ეძლევა პირად ექიმთან და კონსილიუმის წევრებთან შეხვედრის უფლება.
"უკრაინაში მიმდინარე გამოძიების საპასუხოდ, რომლის ფარგლებშიც მას დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა, ამაზე გაბრაზებულმა ბიუროკრატიულმა აპარატმა მიხეილ სააკაშვილს პაემნების უფლებაც შეუზღუდა, სატელეფონო ზარების უფლება ისედაც შეზღუდული ჰქონდა.
დაცვის მხარე ყველა კანონიერ გზას გამოიყენებს იმისთვის, რომ ეს ბავშვური, იაფფასიანი შურისძიება გაუქმდეს, თუნდაც სასამართლოს გზით“, - განაცხადა თუთბერიძემ.