
NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, თუ რუსეთი დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობას აღიარებს ამით უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას დაარღვევს და ვითარებას კიდევ უფრო დაამძიმებს.
"თუ რუსეთი დონეცკსა და ლუგანსკის აღიარებს, უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას დაარღვევს, რადგან ეჭვგარეშეა, რომ დონეცკი და ლუგანსკი უკრაინის ნაწილია. ეს ქმედება ვითარებას კიდევ უფრო დაამძიმებს",-თქვა სტოლტენბერგმა
ცნობისთვის, რუსეთის დუმის დეპუტატებმა ქვეყნის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების აღიარების მოთხოვნით მიმართეს.
უმაღლესმა რადამ კი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, არ აღიარონ უკრაინის ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობა.