ლობირებს თუ არა ღარიბაშვილი კომპანია "ექსიმ ოილს" - "ანტიკორუფციულმა მოძრაობამ" სუს-ს მიმართა

გამოქვეყნდა:

"ანტიკორუფციულმა მოძრაობამ" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ოფიციალურად მიმართა. ისინი უწყებას მოუწოდებენ, დაინტერესდეს ნავთობის გადაზიდვის ბიზნესში პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის გავლენებითა და ინტერესებით.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ კომპანია "ექსიმ ოილის" მფლობელები, რომლებიც ყოფილი თანამდებობის პირები და პრემიერის უახლოესი მეგობრები არიან, "ტერმინალებიდან საერთაშორისო მოთამაშეებს აძევებენ".

"არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ლობირებს კონკრეტულ კომპანიებს ნავთობის გადაზიდვის სექტორში, ეს კომპანია არის "ექსიმ ოილი" რომელიც ეკუთვნის ყოფილ თანამდებობის პირებს, ბატონ ჩხენკელს და ბატონ სამყურაშვილის, რომლებიც არიან ირაკლი ღარიბაშვილის უახლოესი მეგობრები. ისინი ბათუმის ტერმინალში და ყულევის ტერმინალიდან აძევებენ საერთაშორისო მოთამაშეებს, შესაძლოა ირაკლი ღარიბაშვილის ძალაუფლების გამოყენებით, ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვითხოვთ გამოძიებას", - აღნიშნა ლაშა ფარულავამ. 

მისივე თქმით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ამ კომპანიასთან კონკრეტული ინტერესები აქვს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი