
გუშინდელი კიბერშეტევა სახელმწიფო ბანკებსა და ვებგვერდებზე ყველაზე მასშტაბური იყო უკრაინის ისტორიაში - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა მიხაილ ფედოროვმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით კიბერუსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ყველა ორგანო ძალიან სწრაფად რეაგირებდა და სწრედ ამიტომ, შეტევამ მიზანს ვერ მიაღწია.
„გუშინ, 15 თებერვალს, უკრაინის ისტორიაში ყველაზე დიდი კიბერთავდასხმა განხორციელდა სამთავრობო ვებგვერდებზე, საბანკო სექტორზე. კიბერუსაფრთხოებასა და შიდა კიბერუსაფრთხოებაზე, საბანკო დაწესებულებებში ინფორმაციის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ყველა ორგანო მუშაობდა თავდასხმის რაც შეიძლება სწრაფად აღმოსაფხვრელად.
მართლაც, ეს შეტევა უპრეცედენტოა. წინასწარ იყო მომზადებული და მთავარი მიზანი დესტაბილიზაცია და პანიკის დათესვა იყო" - განაცხადა მინისტრმა.
ფედოროვის თქმით, ასეთი მასშტაბის თავდასხმა "მილიონობით დოლარი" ჯდება და სხვადასხვა ქვეყნებიდან განხორციელდა.
„მათ ვერ მიაღწიეს დასახულ მიზანს. საბანკო სისტემა ძალიან სწრაფად აღდგა, ყველა საიტი ასევე აღდგა ძალიან მოკლე დროში... უკრაინა მზად არის ასეთი შეტევებისთვის, ჩვენ გვესმის, რომ ეს იყო დაგეგმილი, გვესმის, რომ შეიძლება მოხდეს მომავალშიც, ჩვენ ყველანი კოორდინირებულები ვართ" - განაცხადა ფედოროვმა
კიბერშეტევა უკრაინაში საბანკო სექტორსა და სახელმწიფო უწყებებზე გუშინ, 15 თებერვალს განხორციელდა.