"ჯაფარიძის მანდატის შეწყვეტა კანონის უზენაესობისადმი კითხვებს აჩენს" | აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი

გამოქვეყნდა:

საქართველოს პარლამენტის მხრიდან "ლელოს" წევრ ბადრი ჯაფარიძის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, რაინ ჰარისი შემაშფოთებელს უწოდებს. "რადიო თავისუფლებისთვის" მიცემულ წერილობით კომენტარში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება ნაჩქარევია და წარმოშობს კითხვის ნიშნებს კანონის უზენაესობისადმი.

"ბადრი ჯაფარიძის მანდატის ნაჩქარევად შეწყვეტა გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, ისეთი დანაშაულისთვის, რომელზეც გასული იყო სისხლის სამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა, წარმოშობს კანონის უზენაესობისადმი კითხვის ნიშნებს, ასუსტებს პარლამენტს და ეწინააღმდეგება "ქართული ოცნების" გაცხადებულ მიზანს პარლამენტში პოლარიზაციის შემცირებასთან დაკავშირებით", - თქვა რაინ ჰარისმა.

ცნობისთვის, "ქართულმა ოცნებამ" ბადი ჯაფარიძეს უფლებამოსილება 15 თებერვალს შეუწყვიტა. ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის ჩამორთმევის მიზეზი სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა. მმართველ გუნდში ამტკიცებენ, რომ პარლამენტის წევრის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგინდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი