"არც ერთი მათგანი სამართლიანი და ობიექტური არაა" - კობახიძე ჰარცელის განცხადებებზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ევროკავშირის განცხადებები ოპოზიციონერი დეპუტატების მანდატის შეწყვეტასა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე, არასამართლიანი და არაობიექტურია.

ამის შესახებ კობახიძემ "პალიტრანიუსის" ეთერში ისაუბრა და თქვა, რომ განცხადებებს, რომელშიც არ არის სამართლიანობა და ობიექტურობა, მმართველი გუნდი ნაკლებ ყურადღებას დაუთმობს:

"რაც შეეხება ამ ორ განცხადება, არც ერთი მათგანი არ არის სამართლიანი და ობიექტური და სწორედ ამიტომ არ არის საინტერესო ჩვენთვის.

ჩვენთვის საინტერესო იქნებოდა ნებისმიერი ობიექტური შეფასება, მათ შორის კრიტიკული, მაგრამ სადაც არ არის სამართლიანობა და ობიექტურობა, იქ ბუნებრივია ჩვენ ნაკლებ ყურადღებას დავუთმობთ ასეთ განცხადებას", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

კარლ ჰარცელის განცხადებები:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი