
ოპოზიციის კონსულტაციები გრძელდება - "ლელოს" ოფისში პოლიტიკოსები დღესაც მივლენ. კონსულტაციების შედეგად უნდა გადაწყდეს, ექნება თუ არა ლელოს ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს დანარჩენი პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერა შუალედური არჩევნებისთვის.
უკვე ცნობილია, რომ მის კანდიდატურას რუსთავში მხარ "ნაციონალური მოძრაობა" დაუჭერს.
"ლელოში" ინდივიდუალურ შეხვედრებს გამართავს "სტრატეგია აღმაშენებელი", რომლის გადაწყვეტილებაც შემდეგ გახდება ცნობილი.
ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს ოპოზიციას მიხეილ სააკაშვილი. მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ ბათუმში და რუსთავში გამარჯვება მხოლოდ საერთო ბრძოლით მიიღწევა.