
აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი ამბობს, რომ უკრაინის საზღვრებთან რუსული ძალები ბოლო დღეებში დაახლოებით 7 000 ჯარისკაცით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
"ყველა ნიშანი, რომელიც ახლა გვაქვს, არის ის, რომ ისინი საჯაროდ სთავაზობენ საუბარს და მზად არიან დეესკალაციისთვის, მაშინ, როცა ჩუმად ომისთვის ემზადებიან", - თქვა მაღალჩინოსანმა.
მანვე აღნიშნა, რომ რუსეთმა, შეჭრისთვის შესაძლოა, ყალბი საბაბი გამოიყენოს, მათ შორის ნატო-ს აქტივობა ან რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრის შესახებ პრეტენზიები.
"ჩვენ უნდა ველოდოთ უფრო მეტ ცრუ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო მედიისგან უალხოეს დღეებში. არ ვციით რა ფორმის იქნება ცრუ საბაბი, მაგრამ ვიმეოვნებთ, რომ მსოფლიო მზად არის", - თქვა მან.
სამშაბათს, პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინის ანექსირებულ ტერიტორიაზე წვრთნების დასრულების შემდეგ ჯარებს უკან დააბრუნებს. ამ განცხადებას ამერიკელი და ევროპელი ლიდერები ეჭვქვეშ აყენებენ და ამბობენ, რომ ჯერ არ უნახავთ ჯარების გაყვანა.
დასავლეთიც და უკრაინაც ელოდება, რომ არა მარტო განცხადებები ესმოდეთ გაყვანაზე, არამედ ჯარების გადაადგილება მართლაც დაიწყოს.