ნატოს ძლიერი მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინის მიმართ გრძელდება – სტოლტენბერგი

გამოქვეყნდა:

ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ საქართველოსა და უკრაინის მიმართ პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას გააგრძელებენ. ამ თემაზე მან ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის დაწყებამდე ისაუბრა.

"დღეს, როცა ჩვენ ვიკრიბებით ევროატლანტიკურ ზონაში, მშვიდობა და სტაბილურობა საფრთხეშია. მოსკოვიდან არის ნიშნები, რომ დიპლომატია შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენ არ გვინახავს გაყვანის ან დეესკალაციის რაიმე ნიშანი.

რუსეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა უგულებელყოფა ევროპული უსაფრთხოების პრინციპებისა და მისი უნარი და სურვილი დაიმუქროს ძალის გამოყენებით თავისი მიზნების მისაღწევად. სამწუხაროდ, ვშიშობ, ეს არის ახალი ნორმა, რომლისთვისაც მზად უნდა ვიყოთ.

ნატოს მოკავშირეები დაუღალავად მუშაობდნენ პოლიტიკური და დიპლომატიური გადაწყვეტისკენ.
ჩვენ ეს გავაკეთეთ როგორც საქართველოსთან, ასევე უკრაინასთან მჭიდრო კოორდინაციით.
ნატოს ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის მიმართ გრძელდება" - თქვა სტოლტენბერგმა. 

მინისტერიალს საქართველოსა და უკრაინის თავდაცვის მინისტრებიც ესწრებიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი