ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ საწვავზე ფასი 4 ლარამდე გაიზრდება რაც პროდუქტებზე ფასების ზრდასაც გამოიწვევს. ლარმა გამყარების შემდეგ ისევ გაუფასურება დაიწყო. სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ გარკვეული ჯგუფები კურსის ცვლაში ხელოვნურად ერეოდნენ.
ფინანსთა მინისტრმა დღეს არ უპასუხა კითხვებს ინფლაციასა და გაძვირებულ ფასებზე. ეროვნული ბაკის დირექტორმა კი მერყევი კურსის მიზეზები განმარტა:
"პანდემიის გამო, საქართველო რომელიც არის ტურიზმზე დამოკიდებული ქვეყანა, საკმაოდ დიდი შემოსავალი დაკარგა უცხოურ ვალუტაში. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ მოხდებოდა ვალუტის კურსის კორექტირება და ეს არის აუცილებელი იმისთვის, რათა მიმდინარე ანგარიშმა კორექტირება გააკეთოს. სხვა გამოსავალი ამ შემთხვევაში არ არსებობს. მცურავი გაცვლითი კურსის შემთხვევაში ყოველთვის არის მოსალოდნელი ორივე მხარეს მოძრაობები" - თქვა კობა გვენეტაძემ.
მისივე თქმით, მცურავი გაცვლითი კურსის არსებობის შემთხვევაში შეუძლებელია რაიმე პროგნოზის გაკეთება.
ამავე თემაზე: