"უსაფრთხოების გარანტიები" | რა წერია დოკუმენტში, რომელიც კრემლმა აშშ-ის ელჩს გადასცა

გამოქვეყნდა:

მოსკოვმა აშშ-ს ელჩს რუსეთში, ჯონ სალივანს ე.წ. უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით, აშშ-ის პასუხზე წერილობითი დოკუმენტი გადასცა. 

დოკუმენტში ნათქვამია, რომ აშშ უარს ამბობს რუსეთის მოთხოვნებზე და საქართველოსა და უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას მხარს უჭერს. 

"ამერიკულმა მხარემ არ მოგვცა კონკრეტული პასუხი რუსული მხარის მიერ შეერთებული შტატებისთვის გაგზავნილი უსაფრთხოების გარანტიების საბაზისო ელემენტებზე. საქმე ეხება NATO-ს აღმოსავლეთით გაფართოებას, რომელიც გათვალისწინებულია ბუქარესტის სამიტის დებულებით, სადაც წერია, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან NATO-ს წევრები... ასევე, ვერ მივიღეთ კონკრეტული პასუხი რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, რომლებიც არ არიან ალიანსის წევრები, განთავსდება NATO-სსამხედრო ბაზები და ინფრასტრუქტურა..." - ნათქვამია წერილში.

რუსეთი მოუწოდებს აშშ-სა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, "დაუბრუნდნენ საერთაშორისო ვალდებულებებით გათვალისწინებულ, მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების მხარდაჭერის ვალდებულებას". 

ასევე, დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთი ელოდება "ალიანსისგან კონკრეტულ წინადადებებს NATO-ს აღმოსავლეთით გაფართოების თაობაზე უარის თქმის იურიდიულ დადასტურებას". 

მანამდე კი, სალივანისთვის გადაცემულ წერილთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ:

"ჩვენ ვაცხადებთ, რომ ამერიკულმა მხარემ არ გასცა კონსტრუქციული პასუხი რუსეთის მხარის მიერ შეერთებულ შტატებთან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმების პროექტის ძირითად ელემენტებზე“ - ნათქვამია განცხადებაში.

უწყებაში განმარტავენ, რომ საუბარი ეხება NATO-ს გაფართოებაზე უარის თქმას - ბუქარესტის შეთანხმების გაუქმებას, რომლის მიხედვითაც „უკრაინა და საქართველო ნატო-ს წევრები გახდებიან“.

ასევე, სამხედრო ბაზების შექმნაზე უარის თქმას პოსტსაბჭოთა და ნატოს არაწევრი სახელმწიფოების ტერიტორიებზე. აგრეთვე, მათივე ცნობით, წერილში საუბარია, რომ ნატო-ს ინფრასტრუქტურა უნდა დაუბრუნდეს 1997 წლის მდგომარეობას.

რუსული მედიის ცნობებით, დოკუმენტში აგრეთვე აღნიშნულია, რომ უკრაინაში „არანაირი შეჭრა“ არ არის და არ იგეგმება.

„ბრალდებები „ესკალაციაზე რუსეთის პასუხისმგებლობის თაობაზე“ შეიძლება, ჩაითვალოს მხოლოდ ზეწოლის და უსაფრთხოების გარანტიების შესახებ რუსეთის მიერ წარმოდგენილი წინადადებების გაუფასურების მცდელობად“ - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში, რომელსაც რუსული მედია ავრცელებს.

ე.წ. უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით, აშშ-მ და ნატომ რუსეთს წერილობითი პასუხი იანვრის ბოლოს გადასცეს.

ამავე თემაზე:

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი