აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის თქმით, Covid 19-ის გავრცელების რისკის მიუხედავად, დროა, აშშ ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს.
ფაუჩი ამბობს, რომ შეერთებული შტატები ახლა გამოწვევის წინაშეა, საკუთარი მოქალაქეების დაცვასა და კოვიდრეგულაციების შემსუბუქებას შორის ბალანსი იპოვოს.
მთელი მსოფლიო და ამერიკა, განსაკუთრებით კი აშშ-ის რამდენიმე რეგიონი, COVID 19-ის ტყვეობაშია, მათ ნამდვილად სჭირდებათ, რომ ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდნენ, - ამბობს ფაუჩი.
მისივე თქმით, ყველა რეგულაციის ერთდროულად გაუქმება გონივრული ნაბიჯი არაა, თუმცა "საჭიროა, დავიწყოთ ამისკენ სწრაფვა".