ანტი-რუსული კოალიცია გაფორმებულია. დიდმა ბრიტანეთმა, პოლონეთმა და უკრაინამ ოფიციალურად მოაწერეს ხელი დოკუმენტს, რომლის მიზანი, ეკონომიკუთან ერთად, კრემლის სამხედრო ამბიციების განეიტრალებაცაა.
ამ უდიდეს გეოპოლიტიკურ ცვლილებას თბილისი სრული გულგრილობით ხვდება. "ქართული ოცნების" ხელისუფლება არაფრით გამოხატავს ახალი გაერთიანების მხარდაჭერას და დუმილით, ფაქტობრივად, პრორუსულ პოზიციას იკავებს.
ხელისუფლების ოპონენტები და ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ახალ ევროპულ ტრიუმვირატთან შეერთების გარეშე, საქართველო საკუთარ თავს კრემლის მსხვერპლად თავადვე გადააქცევს.