ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ ონლაინ-დისკუსიაში მონაწილე, ამერიკელმა დიპლომატმა და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, დენიელ ფრიდმა უკრაინის გარშემო შექმნილ კრიზისზე საუბრისას საქართველოზე თქვა, რომ ხელისუფლების ზოგიერთი ნაბიჯის გათვალისწინებით, საკითხავია, რამდენად არიან ქართველები დაინტერესებულები ევროპული პერსპექტივით.
"კრემლის აგრესია საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ, წარმოადგენს ნაწილს პუტინის სურვილისა, რომ აღადგინოს რუსეთის კონტროლი იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც ის თავისად მიიჩნევს. ჯერჯერობით, ვერცერთ შემთხვევაში, პუტინმა ვერ მოახერხა ამ ქვეყნების სუვერენიტეტის განადგურება, თუმცა საქართველოს შემთხვევაში, უნდა ჩნდება კითხვა, რამდენად სერიოზულად არიან ისინი დაინტერესებულები საკუთარი, დასავლური მისწრაფებების გაერთიანებაში, ხელისუფლების ზოგიერთი ქმედებების გათვალისწინებით." - აცხადებს ფრიდი.