რუსეთს აქვს არჩევანი ომსა და დიპლომატიას შორის, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საგანგებო პრესკონფერენციის შემდეგ, Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე წერს.
ამერიკელი ხალხი ერთიანია. ევროპა ერთიანია. ტრანსატლანტიკური საზოგადოება გაერთიანებულია. მთელი თავისუფალი სამყარო გაერთიანებულია.
რუსეთს აქვს არჩევანი ომსა და ყველა იმ ტანჯვას შორის, რომელსაც ეს ომი მოიტანს - და დიპლომატიას შორის, რომელიც მომავალს ყველასთვის უფრო უსაფრთხოს გახდის, - წერს ბაიდენი.
იხილეთ ასევე: