"რუსეთი მზადაა, დონეცკსა და ლუგანსკში საკუთარი მოქალაქეები დაიცვას თუ მათ სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება", - ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა ისაუბრა.
მისი თქმით, "რუსეთს ომი არ სურს".
"რუსეთს არ სურს ომი, ჩვენმა პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ეს არაერთხელ განაცხადა, თუ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში მცხოვრები რუსებისა და თანამემამულეების სიცოცხლეს საფრთხე შეექმნება, ჩვენი ქვეყანა მათ დაიცავს", - თქვა ვოლოდინმა.