ყველაფერი უნდა იყოს გამოძიებული, მაგრამ სპეკულაციები მიუღებელია - კობახიძე ნუგზარ ფუტკარაძის საქმეზე

გამოქვეყნდა:

"თუ ვინმეს პროტესტის გამოხატვა სურს, შეუძლია გამოხატოს, მაგრამ სპეკულაციები ამ მძიმე თემასთან დაკავშირებით მიუღებელია", - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ბათუმში განვითარებულ მოვლენებს, სადაც პოლიციამ ენმ-ის წევრები დააკავა.

ოპოზიციის წარმომადგენლები, მათ შორის საკრებულოს გარდაცვლილი დეპუტატის, ნუგზარ ფუტკარაძის და დღეს სასტუმრო "ჰილტონში" მივიდნენ, სადაც კობახიძე შეხვედრას მართავდა. ისინი "ოცნების" თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა ამის ნაცვლად, მათ პოლიციამ შენობა ძალის გამოყენებით დაატოვებინათ.

"თუ ვინმეს სურს პროტესტი გამოხატვა, შეუძლია გამოხატოს, მაგრამ რაც შეეხება სპეკულაციებს, რომლებიც გვესმის ამ მძიმე თემასთან დაკავშირებით კონკრეტული პარტიის წარმომადგენლების მხრიდან, ეს არ არის ჩვენთვის მისაღები. ეს ასე არ უნდა ხდებოდეს, როცა საქმე ეხება ღირსეულ პოლიტიკურ ძალას, მაგრამ მათ აქვთ პრობლემა ღირსებასთან. რაც არის გამოსაძიებელი, ყველაფერი უნდა იყოს გამოძიებული, მაგრამ რაც შეეხება სპეკულაციებს, ეს არის მიუღებელი, მით უმეტეს, ასეთ მძიმე თემასთან დაკავშირებით", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი