
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე კრემლის ლიდერს ნატოს გენერალურმა მდივანმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა მიმართეს - ისინი ვლადიმერ პუტინს კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, შეწყვიტოს ომისთვის მზადება და მშვიდობიან დიალოგს დაუბრუნდეს.
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა თქვა, რომ რუსეთს ურჩევნია, ძლიერთა კანონი იყოს და არა კანონის უზენაესობა, მაგრამ მათ მაინც სწამთ, რომ მშვიდობა გაიმარჯვებს და ამაში დიპლომატია დაეხმარებათ.
"ევროკავშირი იმიტომ შეიქმნა, რომ ჩვენ გვინდოდა, ომებისთვის ბოლო მოგვეღო. ახლა კი ჩვენ გაოგნებული ვუყურებთ, როგორ ხდება სამხედრო ძალების უპრეცედენტო მობილიზება ევროპის მიწაზე. უკრაინელები, რომლებიც თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრობენ, იძულებული არიან, მონაწილეობა მიიღონ ომში, რომელსაც რუსეთი მათ თავს ახვევს. ეს არის კრემლის პოლიტიკა, დათესონ შიში და დაარქვან ამას უსაფრთხოების გარანტიები. წაართვან 44 მილიონ უკრაინელს უფლება, რომ თავად აირჩიონ საკუთარი ქვეყნის მომავალი. ამ მიდგომის შედეგები უკრაინის საზღვრებს სცდება. ჩვენ თვალს ვადევნებთ თავხედურ მცდელობას, რომ შეიცვალოს საერთაშორისო წესრიგი. რუსეთი გვთავაზობს ახალ ეპოქას, მას ურჩევნია, ძლიერთა კანონი იყოს და არა კანონის უზენაესობა. ჩვენ მაინც გვწამს, რომ მშვიდობა გაიმარჯვებს და ამაში დიპლომატია დაგვეხმარება",- თქვა ურსულა ფონ დერ ლეიენმა.
განცხადებები მუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან: