თუ კრემლის მიზანია, იყოს ნაკლები ნატო მის საზღვრებთან, ის მიიღებს მეტ ნატოს - სტოლტენბერგი

გამოქვეყნდა:

ევროპას ახლა რთული დღეები უდგას, მოვუწოდებთ რუსეთს, დაიხიოს უკან და გაიყვანოს სამხედრო ძალა უკრაინის საზღვრებიდან - ასეთია ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის გზავნილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან.  

სტოლტენბერგი ამბობს, რომ რუსეთს ჯერ კიდევ აქვს შანსი, აირჩიოს მშვიდობა. 

"რუსეთმა მოახდინა ჯარების მობილიზება უკრაინის გარშემო და ეს არის ყველაზე დიდი მობილიზაცია ცივი ომის დასრულების შემდეგ. ბოლო დღეებში მიუხედავად მოსკოვის განცხადებისა, ვერ ვხედავთ ამ ჯარების შემცირების ნიშნებს. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, აირჩიოს მშვიდობა. ჯერ კიდევ არ არის გვიან, შეიცვალოს აგრესიული რიტორიკა დიპლომატიური ძალისხმევით და დაიწყოს დიალოგი. რუსეთს სურს, წაართვას სუვერენულ ქვეყნებს საკუთარი მომავლის არჩევის უფლება. ეს არის მოსკოვის მცდელობა, რომ საკუთარი ნება და ავტორიტარული მმართველობა მოახვიოს თავს სხვა ქვეყნებს. ამიტომ ევროპა და ამერიკა ერთად იდგებიან, რათა დაიცვან მშვიდობა და ჩვენი ცხოვრების დემოკრატიული წესი, როგორც ამას 70 წელზე მეტია ვაკეთებთ. ამიტომ თუ კრემლის მიზანია იყოს ნაკლები ნატო მის საზღვრებთან, ის მიიღებს მეტ ნატოს და თუ ის შეეცდება დაყოს და დააქუცმაცოს ნატო, ის მიიღებს უფრო ერთიან და ძლიერ ალიანსს", - თქვა სტოლტენბერგი. 

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადება მიუნხენის კონფერენციაზე:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი