უკრაინა ახლა კიდევ უფრო კარგად არის მომზადებული ნებისმიერი შემდგომი სცენარისთვის - კულება ბლინკენს შეხვდა

გამოქვეყნდა:

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანს, ენტონი ბლინკენს შეხვდა. 

კულება სოციალურ ქსელში წერს, რომ შეხვედრის მთავარი თემა რუსეთის აგრესიულ გეგმებზე დამატებითი მონაცემების გაცვლა და შეფასება იყო. 

"მადლიერი ვარ ენტონი ბლინკენთან შეხვედრისათვის. რუსეთის აგრესიულ გეგმებზე დამატებითი მონაცემებისა და შეფასებების გაზიარებისთვის. უკრაინა ახლა კიდევ უფრო კარგად არის მომზადებული ნებისმიერი შემდგომი სცენარისთვის. უკრაინული და ამერიკული დიპლომატია ძალისხმევას არ დაიშურებს უკრაინის დასაცავად. აშშ-ს მტკიცედ დგას უკრაინის გვერდით",- წერს კულება Twitter-ზე

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი