"ჩვენ სახლში ვართ და ამ სახლს ვიცავთ" - აცხადებს უკრაინელი სამხედრო "მთავარ არხთან" საუბარში ფრონტის ხაზიდან.
ამ დროისათვის ადგილზე სიმშვიდეა, თუმცა ვითარება ძირითადად ღამისა და დილის საათებში იძაბება. "მთავარმა არხმა" გადაიღო იმ რუსული ჭურვების ნაკვალევი, რომელიც გასულ ღამეს და დღეს დილით ჩამოაგდეს
უკრაინაში ამბობენ, რომ პუტინი პროვოკაციებს აწყობს რათა ფართომასშტაბიანი შეჭრის საბაბი შექმნას.
ამბობენ იმასაც, რომ კრემლი საქართველოს 2008 წლის სცენარით მოქმედებს:
"ევაკუაცია მიმდინარეობს საზღვრისპირა სოფლებიდან, თითქოს ჩვენ თავდასხმას ვაპირებდეთ. იქნება თუ არა ომი არ ვიცი, მაგრამ ჩვენ სახლში ვართ და ამ სახლს ვიცავთ" - ამბობს სამხედრო
საოკუპაციო ძალების მხრიდან გახსნილ ცეცხლს დღეს დილით ერთი უკრაინელი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. უკრაინის გაერთიანებული ძალების სარდლობის ინფორმაციით, დღეს დილით სეპარატისტებმა უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის ინტენსიური დაბომბვა დაიწყეს და დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში 39 დასახლებული პუნქტი დაზარალდა. პარალელურად კი თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ე.წ ლიდერებმა ევაკუაცია გამოაცხადეს და იქ მცხოვრებლები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გადაყავთ.