მნიშვნელოვანია გამოიკვეთონ მაღალი თანამდებობის პირები: ლილუაშვილი, ღარიბაშვილი, ივანიშვილი, მამაცაშვილი - ქოლცენტრების საქმე

გამოქვეყნდა:

ტრანსნაციონალური დანაშაული ქვეყანაში და ე.წ. ქოლცენტრების საქმე - ანტიკორუფციული მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ მხოლოდ რიგით შემსრულებლების დაკავება არაფერს ნიშნავს და გამოძიება, თუ ის რეალურია, ე.წ. დამკვეთებზე უნდა გავიდეს:

მნიშვნელოვანია გამოიკვეთონ მაღალი თანამდებობის პირები როგორიც არის გრიგოლ ლილუაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი, ივანიშვილთან დაახლოებული წრე, თავად ივანიშვილი და უჩა მამაცაშვილი. სხვა შემთხვევაში ჩვენ ჩავთვლით, რომ ეს არის ფაფხური და არა რაიმე კონკრეტული ზომები - ამბობს ლევან ხაბეიშვილი.

მათივე ინფორმაციით, გუშინ თბილისში მოქმედი კიდევ ერთი ქოლცენტრის მისამართი დაასახელეს, ადგილზეც მივიდნენ, თუმცა კარი არავინ გაუღოთ. იქ იმყოფებოდნენ სამართალდამცველებიც, რომლებსაც რეაგირება არ ჰქონიათ.

შეგახსენებთ, გენპროკურატურამ ქოლცენტრების სქემასთან დაკავშირებით, გუშინ, 18 თებერვალს 5 პირი დააკავა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი