ბავშვები, რომლებსაც ბომბავდნენ, არ მიემართებოდნენ NATO-სკენ, საკლასო ოთახისკენ მიდიოდნენ - უკრაინის პრეზიდენტის მიმართვის ემოციური ნაწილი მიუნხენის კონფერენციის მონაწილეებს.
საომარ ვითარებაში მყოფი ქვეყნის მთავარსარდალი მსოფლიო ლიდერებს უკრაინის საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებაზე ესაუბრა:
"რამდენიმე დღის წინ საოკუპაციო ხაზთან ვიყავი, სამართლებრივად, ეს ხაზი ყოფს უკრაინას დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან, რეალურად კი ეს ხაზი მშვიდობასა და ომს ყოფს.
ერთი მხრივ, საბავშვო ბაღსა და მეორე მხრივ, მფრინავ ჭურვს. ჭურვს, რომელიც ჩამოვარდა ეზოში, სადაც 30-მდე ბავშვი იყო. ბავშვები, რომლებიც არ მიემართებოდნენ NATO-სკენ, ისინი საკლასო ოთახისკენ მიდიოდნენ. თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სიტყვით გამოსვლისას.