რუსეთი უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში, პროვოკაციებს განაგრძობს. უკრაინელ სამხედროებში არის პირველი მსხვერპლიც;
კრემლი, ბოლო 48 საათის განმავლობაში, სულ უფრო ხშირად არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და სულ უფრო აგრესიულად ცდილობს თავადვე გააჩინოს საბაბი, უკრაინაში სამხედრო ინტერვენციისთვის;
ოკუპირებულ რეგიონებში და მიმდებარე სოფლებში, პერიოდულად სროლის ხმა ისმის, ადგილზე კარგად ჩანს რუსული ჭურვების კვალიც, თუმცა უკრაინული არმია, პროვოკაციებს ჯერჯერობით არ პასუხობს. სამხედრო წვრთნების შემდეგ კი პუტინი უკვე ბირთვული წვრთნებისთვის ემზადება;
რუსული სცენარის ნებისმიერი განვითარებისთვის მზად არის უკრაინული არმია და საერთაშორისო თანამეგობრობაც. საომარი მოქმედებების დაწყების ინდიკატორები კი უკვე უმაღლეს ნიშნულზეა.
"მთავარის" გადამღები ჯგუფი, რამდენიმე დღეა, მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში მუშაობს , ქართველ და უკრაინელ სამხედროებთან ერთად. ზუსტ ლოკაციას არ ვასახელებთ.