
უკრაინა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებზე პირდაპირ პასუხებს ელის - ეს განცხადება ზელენსკიმ მიუნხენის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის დასახმარებლად არ არის აუცილებელი რუსეთის შესაძლო შემოჭრის თარიღებზე საუბარი.
"ისინი გვეუბნებიან, რომ კარი ღიაა, მაგრამ ჯერჯერობით, უცხო პირებს არ უშვებენ. თუ ალიანსის ყველა წევრს არ სურს ჩვენი ნახვა, გვითხარით გულახდილად. ღია კარი კარგია, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ღია პასუხები და არა წლების პასუხგაუცემელი კითხვები, განა ჩვენს გაფართოებულ შესაძლებლობებში ჭეშმარიტების უფლება არ შედის?“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.