2 დაღუპული და 4 დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცი - გაერთიანებული ძალების ცენტრის ბოლო მონაცემები

გამოქვეყნდა:

გაერთიანებული ძალების ოპერაციის ცენტრი, 19 თებერვლის 20 საათის მონაცემებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, დაღუპულია 2 უკრაინელი სამხედრო, და დაჭრილია - 4. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

უწყების ცნობითვე, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ფორმირებების მიერ 101 სამართალდარღვევა დაფიქსირდა, აქედან 88 - მინსკის შეთანხმებით აკრძალული იარაღის გამოყენების ფაქტია.

უწყების ცნობითვე, დონეცკის ოლქში დაფიქსირდა მტრის უპილოტო საფრენი აპარატიც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი