საბრძოლო შეიარაღებით დატვირთული თვითმფრინავი კანადიდან უკრაინაში ჩაფრინდა

გამოქვეყნდა:

საბრძოლო შეიარაღებით დატვირთული თვითმფრინავი კანადიდან უკრაინაში ჩაფრინდა - ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის მინისტრი ავრცელებს.

"იარაღი უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ჩვენი ახლო მეგობრისგან - კანადისგან. დღეს მივიღეთ სამხედრო დახმარება სნაიპერული შაშხანების, ავტომატური შაშხანების, ტყვიამფრქვევის ოპტიკური სამიზნეების, პისტოლეტების, ღამის ხედვისა და სათვალთვალო მოწყობილობების, სამხედრო აღჭურვილობის სახით" წერს ალექსეი რეზნიკოვი და მეგობრებსა და პარტნიორებს მადლობას უხდის მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებისათვის. 

18 თებერვალს, აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში მომდევნო დღეებში შეიჭრება სამიზნე კი ქვეყნის დედაქალაქი, კიევი იქნება.

18 თებერვალს ოკუპირებულ დონეცკში, სეპარატისტების ლიდერმა მოსახლეობის მასშტაბური ევაკუაცია გამოაცხადა რუსეთის ფედერაციის მიმართულებით. მათივე მტკიცებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ოკუპირებულ დონბასში თავდასხმისთვის ემზადებიან. 19 თებერვალს კი ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. ლიდერებმა საყოველთაო სამხედრო მობილიზება გამოაცხადეს.

უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის მდივანმა თქვა, რომ ინფორმაცია, თითქოს უკრაინა ოკუპირებული დონეცკსა და ლუგანსკზე თავდასხმას აპირებს, სიმართლეს არ შეესაბამება.

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი