კიევში, ევრომაიდანზე დღეს უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართება. მოძრაობა "სირცხვილიას" მიერ ორგანიზებული სოლიდარობის აქცია 15:00 საათზე დაიწყება და მას უკრაინაში მცხოვრები ქართველები შეუერთდებიან.
აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ როდესაც უკრაინა ომის ზღვარზეა და ამ დროს საქართველოს ხელისუფლება არაფერს აკეთებს, აუცილებელია ქართველმა ხალხმა მეგობარი ქვეყნის მოქალაქეებს აჩვენოს, რომ ხელისუფლება მათ ნებას არ გამოხატავს.